ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ხმების რეკორდული მაჩვენებელი მიიღო - ამდენი ხმა თბილისში წინა არჩევნების დროს ჩვენ არ აგვიღია

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ხმების რეკორდული მაჩვენებელი მიიღო - ამდენი ხმა თბილისში წინა არჩევნების დროს ჩვენ არ აგვიღია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული ხმები ინდიკატორია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია.

„ჩვენ 2014 წელს 151 ათასი ხმა მივიღეთ, 2017 წელს - 205 ათასი ხმა, 2021 წელს - 193 ათასი. რაც კი თვითმმართველობის არჩევნებზე მიგვიღია ახლა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რაც კი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ციფრებს, ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 3 500 000 ამომრჩეველი, თუმცა ქვეყანაში მცხოვრებ ამომრჩედველთა რაოდენობა არის დაახლოებით 2 800 000. დანარჩენი ქვეყნიდან არის გასული. პროცენტები, რაც ცესკოს საიტზე ჩანს, პირობითია, რადგან საქართველოში მცხოვრები ამომრჩევლის რაოდენობა არის ბევრად უფრო ნაკლები. მიღებული ხმები საქართველოში რეალურად მცხოვრები ამომრჩევლიდან უნდა ვიანგარიშოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!