ლევან მახაშვილი - 4 ოქტომბერი არ იყო სპონტანური პროცესი, რამდენიმე თვის განმავლობაში შეგნებულად, წინასწარ აანონსებდნენ - იქ მისული ნებისმიერი პიროვნება, მონაწილე და მსურველი იყო ხელისუფლების დამხობის

როგორც ერთ-ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშია, ეს იყო „ხმამაღლა წაკითხული გადატრიალების მცდელობა“, მეტი არაფერი - რაც შეეხება გამიჯვნას, ეს არის უბრალოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ასეა ხოლმე, როდესაც გემი იძირება, მერე ყველა ცდილობს, თავის თავს უშველოს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი არ იყო სპონტანური პროცესი და აქციაზე მისული ნებისმიერი პიროვნება ხელისუფლების დამხობის მსურველი იყო.

„ეს იყო მათი გადმოსახედიდან დიადი მიზნით შესრულებული, მაგრამ უფხოდ და უნიათოდ შესრულებული, როგორც ერთ-ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშია „ხმამაღლა წაკითხული გადატრიალების მცდელობა", მეტი არაფერი. ჩვენ ვეუბნებოდით მოსახლეობას, რომ 4 ოქტომბერი ჩაივლიდა მშვიდად, წყნარად სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ასეც მოხდა. 4 ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიან გარემოში, ხოლო მათთვის, ვინც სცადა მშვიდობიანი გარემოს პროცესში შფოთის შემოტანა, რა თქმა უნდა, ვერ დასრულდებოდა 4 ოქტომბერი მშვიდობიანად. შემდგომ დღეებს ზოგიერთი მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებს.

4 ოქტომბერი არ იყო სპონტანური პროცესი. რამდენიმე თვის განმავლობაში შეგნებულად, წინასწარ აანონსებდნენ და ეძახდნენ მათ მხარდამჭერებს ამ აქციაზე, რომელიც წინასწარ დაანონსებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აქცია იყო. ამიტომ იქ მისული ნებისმიერი პიროვნება, რა თქმა უნდა, მონაწილე და მსურველი იყო ხელისუფლების დამხობის პროცესის. შემდგომი მოვლენები, რაც განვითარდა, გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის უბრალოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ასეა ხოლმე, როდესაც გემი იძირება, მერე ყველა ცდილობს, თავის თავს უშველოს. ახლა გამოდის ისე, რომ თითქოს, მარტო პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები. რა თქმა უნდა, არა. ყველას აქვს თავისი წილი“, - განაცხადა მახაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა