თორნიკე რაზმაძე - ახლა არ არის იმის დრო, ვიღაცებს ხელი ვაფაროთ ან ვიღაცამ იწუწუნოს, რომ „კი არ მიღალატია, ვერ შევძელი“, ორგანიზატორებმა რეალურად უნდა თქვან, რა მოხდა, საზოგადოება ამას იმსახურებს

ამ ადამიანებმა რეალურად უნდა თქვან, რა მოხდა, საზოგადოება ამას იმსახურებს. ახლა უნდა გამოვიდნენ და როგორც იყო ყველაფერი, ისე თქვან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდა ყველანაირ შემთხვევაში იმაზე ცუდ სურათს დახატავს, ვიდრე რეალურად იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ 4 ოქტომბრის აქციასა და მის დაკავებულ ორგანიზატორებთან დაკავშირებით განაცხადა.

რაზმაძის თქმით, ორგანიზატორებს ან უბრალოდ ეგონათ, რომ ვიღაცები 4 ოქტომბერს მართლა ხალხის მხარეს დადგებოდნენ და ამას თავიანთი იმედიდან გამომდინარე აჟღერებდნენ, ან ისინი შიგნიდან ვიღაცამ მოატყუა და ცრუ მინიშნებები მისცა.

„ძალიან ვრცელ კონსპირაციებში წასვლა არც კი არის საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს მინიშნებები, რაც მოდიოდა, ვიღაცები „გადმოვლენ ჩვენს მხარეს“ და თურმე ინფორმაციებს გვაწვდიან, ესენი („ქართული ოცნება“) ჩამოშლის პირას არიანო და ა.შ. არის სულ ორი ვარიანტი - ერთი ის, რომ ეს ინფორმაცია იყო უბრალოდ იმედი, არაფრიდან მოსული, უბრალოდ, „ბევრი ხალხი გამოვა და აბა რა მოხდება“, ან იყო რეალური მინიშნებები შიგნიდან და კაცმა არ იცის, რა დონეზე, შეიძლება მართლა ღარიბაშვილის დონეზე, შეიძლება უფრო ქვედა დონეზე, მაგრამ იყო.

არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის შვილმა ახსენა ღალატი, მათ შორის, დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე გააკეთა განცხადება მურთაზ ზოდელავამ, რომ ვიღაცებს არ ენდოთ და ა.შ.

არ არის ახლა იმის დრო, რომ ვიღაცებს ხელი ვაფაროთ ან ვიღაცამ იქ იწუწუნოს, რომ კი არ მიღალატია, ვერ შევძელი და ა.შ. ამ ადამიანებმა რეალურად უნდა თქვან, რა მოხდა, საზოგადოება ამას იმსახურებს. ახლა ხომ აღარაფერი აღარ არის დასამალი, ახლა ხომ აღარაფერს პრობლემა არ შეექმნება, რომ სუს-ი რაღაცას გაიგებს. ახლა უნდა გამოვიდნენ და როგორც იყო ყველაფერი, ისე თქვან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდა ყველანაირ შემთხვევაში იმაზე ცუდ სურათს დახატავს, ვიდრე რეალურად იყო“, - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე