მურთაზ ზოდელავა - მეც ვიყავი ჩინოვნიკი, შეიძლება კაბინეტს მიღმა მეც არ ვიხედებოდი, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, უცებ გავგიჟდი - არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს

არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. ივანიშვილი ცდილობს განსაკუთრებულად, ძალოვან უწყებაში პროდასავლური ზიზღი შეუშხაპუნოს, - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მან სასამართლოში ხალხს „ძალების მოკრებისკენ“ მოუწოდა.

„უნდა გესმოდეთ, ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა და შფოთვა, სხვაგვარად შეუძლებელია, როცა არჩევნები უქმდება... უმრავლეს ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 100% დაიწერა, ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ წინაც, როცა შევარდნაძე პროცენტებს იწერდა... ბიძინა ივანიშვილი დღეს ყველა შტოს აკონტროლებს, ის მეტასტაზირებულია... არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. ივანიშვილი ცდილობს განსაკუთრებულად, ძალოვან უწყებაში პროდასავლური ზიზღი შეუშხაპუნოს....

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამოგყავთ მტრად, უცხოდ, არა ქალად, არა კაცად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვთვლით, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ბიძინა არ უნდა იყოს ჩვენი მმართველი... თუ ჩვენ ვრჩებით ივანიშვილის ბოსტნად და ჩვენ ვართ ყვავილები, ან უნდა ვიქცეთ ბუტკოდ და გავასწროთ აქედან, ან უნდა ვიქცეთ თესლად და აქ უნდა ვიცხოვროთ.

მე დიდხნიანი პაუზა მქონდა პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ყველა პოლიტიკოსი დააპატიმრა, მას შემდეგ, როცა მან ბოღმის და ერთმანეთის შუღლის კომისია შექმნა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.

მეც ვიყავი ჩინოვნიკი, შეიძლება კაბინეტს მიღმა მეც არ ვიხედებოდი... დღეს სხვა ვითარებაა. მე შინაგანად კანონმორჩილი ვარ, არასდროს არაფერი დამირღვევია და უცებ გავგიჟდი - მე დავკარგე ეს შეგრძნება, ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანა მოვარჩინო-მეთქი. მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება.... როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი შიში დათესა მან მის მომხრეებში“, - განაცხადა ზოდელავამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით