გია ვოლსკი - 4 ოქტომბერმა აჩვენა, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა - ძალიან მძიმე პროცესებს გადავრჩით! საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთი ამოცანა ადამიანის მოკვლა იყო, როდესაც პოლიციელს მძიმე ჭრილობა მიაყენეს

4 ოქტომბერმა აჩვენა, თუ რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა - ძალიან მძიმე პროცესებს გადავრჩით! საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთი ამოცანა ადამიანის მოკვლა იყო, როდესაც პოლიციელს თავს დაესხნენ და მძიმე ჭრილობა მიაყენეს, - ეს განცხადება პარლამენტში, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის აზრით, დაპირისპირების ბრუტალურობა გაცილებით უფრო სერიოზულად იყო დაგეგმილი, ვიდრე რეალობაში მოხდა.

„დიდი ხანია მიმდინარეობდა ბჭობა, თუ რას ნიშნავდა მშვიდობიანი დამხობა - ხალხის შეკრებას და ტექნიკური მთავრობის შექმნას, თუ ფიზიკურ დაპირისპირებას და სისხლისღვრის დანაპირების შესრულებას. 4 ოქტომბერმა აჩვენა, თუ რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობის მცდელობა. რასაკვირველია, მოწოდებები დასჯადია, მაგრამ როცა ამ მოწოდებებს კონკრეტული ქმედებებიც ახლავს, ეს სამართლებრივ საკითხებს სცილდება და სერიოზულ პოლიტიკურ სივრცეში გადადის, სადაც სათანადო დასკვნები უნდა გავაკეთოთ.

ძალიან მძიმე პროცესებს გადავრჩით, რასაც შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთი ამოცანა ადამიანის მოკვლა იყო, როცა პოლიციელს თავს დაესხნენ და მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ვფიქრობ, ეს სცენარის ერთ-ერთი ნაწილი იყო, თუმცა იმ მასშტაბით ვერ განხორციელდა, რასაც გეგმავდნენ. რა ჩაიშალა, რამ არ იმუშავებდა სცენარის რომელი კომპონენტი იყო მოუმზადებელი, ამაზე ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები მოგვაწვდიან. აშკარაა, რომ დაპირისპირების ბრუტალურობა გაცილებით უფრო სერიოზულად იყო დაგეგმილი, ვიდრე ეს რეალობაში მოხდა.

დანაშაული სახეზეა და საკმაოდ მძიმეა. გამოიკვეთა, რომ ნამდვილად არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვითარების ესკალაციის მიზნით მუშაობდნენ, იქნებოდა ეს საწვავით შეიარაღება თუ კერძო საკუთრების განადგურება. უნდა შეექმნათ სურათი, როდესაც კოცონი გიზგიზებს და ამ კოცონის გარშემო ევროპული დროშებით დარბიან - ეს ის სცენარი და სურათი იყო, რომელიც შემდგომ საქართველოს გარეთ განსახილველად სამაუწყებლო და პოლიტიკურ წყაროებს უნდა გადასცემოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა