გია ვოლსკი - ელჩების საქციელი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გარკვეული სცენარით, რომელიც ევროპის მიღმა მასშტაბური დაპირისპირებების განვითარებას და კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ რუსული აგრესიის განვითარებას გულისხმობს

ელჩების საქციელი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გარკვეული სცენარით, რომელიც ევროპის მიღმა მასშტაბური დაპირისპირებების განვითარებას და კავკასიისკენ - კერძოდ, საქართველოსკენ რუსული აგრესიის განვითარებას გულისხმობს - ამ მიზნის რეალიზაცია გარკვეულ მოქმედებებსა და სცენარს ექვემდებარება, რომელსაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩი საქართველოში დაუფარავად ახმოვანებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, როგორც ელჩების, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტებითა და უსამართლობით სავსე განცხადებები კეთდება.

ვოლსკი ამბობს იმასაც, რომ “ამის მიუხედავად, მეგობრობის და პოზიტიური ურთიერთობების გაგრძელების მოლოდინში უნდა დავრჩეთ“.

“პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან ის დეტალებში არ შევიდა. არც მაინც და მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო, რაც მარტა კოსმა და კაია კალასმა თქვეს, თითქოს არაფერი მომხდარა, არანაირი შეტევა და დაზიანება არ იყო, მხოლოდ დიდი ჯგუფის ბრძოლა იყო საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

აღნიშნული განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც წლებია არ იცვლება - საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რომელიც უნდა დაემორჩილოს შორს მიმავალ სცენარს, რაც საქართველოს ფარგლებს სცილდება.

რაც შეეხება ცალმხრივ მეგობრობას, როცა ევროსტრუქტურა, ევრობიუროკრატია გიტევს და გააფთრებით გებრძვის იმის გამო, რომ ევროპის სტანდარტთან შესაბამისი კანონი მიიღე, რომ შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, დასკვნა უნდა გააკეთო - არა ეს კანონი, არამედ უფრო დიდი მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვაში. ეს დიდი მიზანი წარმოადგენს ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოში ჩართვის მცდელობას.

გემუქრებიან და გაშანტაჟებენ, რომ ევროპა მოგიკვეთავს, ევროპა ამას არ გაგიკეთებს და მოლაპარაკებას არ გახსნის, თუკი შენ არ დაექვემდებარები გარკვეულ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ეს მოთხოვნები ძალიან მძიმეა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე