ბერდია სიჭინავა - 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!

4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! - „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება“.

„როგორც ჩერჩილმა თქვა „წარმატება უნარია, გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ენთუზიაზმი დაკარგო და არც ოპტიმიზმი. სწორედ მაშინ მოვა ნამდვილი გამარჯვება“.

„ვერთიანდებით საქართველოსთვის“ - ამ სიტყვებით დაფუძნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც მთავარი კრიტერიუმებია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

საქართველოსთვის ბრძოლა ჩვენი გააზრებული არჩევანია იმ დღიდან, როცა ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი კომფორტის, თანამდებობის თუ ფინანსების ხარჯზე გადაწყვიტა შესულიყო ამ უთანასწორო ბრძოლაში და დაჰპირისპირებოდა საზოგადოების გახლეჩას, კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, ქაოსს, ქვეყნის მომავლის შეჩერებას.

უკვე 3 არჩევნები გამოვიარეთ წარმატებებით, პოლიტიკური შეცდომებით და მარცხებითაც, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ და ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს არის ის, რომ ჩვენი წაქცევა არცერთ ხელოვნურად თავსმოხვეულ მარცხს არ შეუძლია, არც „ოცნების“ მხრიდან ჩვენს N1 პოლიტიკურ სამიზნედ გამოცხადებას და არც ოპოზიციის გაყიდული ნაწილის მავნებლობას.

სამწუხაროდ, 4 ოქტომბერს ბოიკოტმა გაიმარჯვა საღ აზრზე, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი!

ხშირად ვამბობ, რომ „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს.

შეცდომებისთვის თვალის გასწორება და მათი სწორი შეფასება, მხოლოდ გვაძლიერებს!

ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“ - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა