ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს  ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ - ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

ნათლად ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განზრახვებსა და შესაძლებლობებს და ვიმუშავებთ მათთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ევროპაში ჩვენი საერთო თავდაცვის პოტენციალი არ დაიკარგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ივაშჩენკოს დაავალა, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს უკრაინის იმ პარტნიორებთან, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინისთვის მეტი იარაღისა და საჭირო ინვესტიციების მიწოდება.

ზელენსკის განცხადებით, ივაშჩენკომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ რუსები თავიანთი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს არა მხოლოდ ომის დასაფინანსებლად, არამედ დივერსიისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვადასხვა ოპერაციისთვის ევროპაში.

„ტანკერებიდან დრონების გაშვების ბოლოდროინდელი შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას და მნიშვნელოვანია, რომ მათ გადადგან ხელშესახები ნაბიჯები რუსეთის საპასუხოდ. ჩვენ ამ მიმართულებით ყველა დონეზე ვმუშაობთ და ჩვენს პარტნიორებთან, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან, მეტი შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის