ირაკლი კობახიძე - ნოემბერ-დეკემბერში მოძალადეების მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა, ახლა ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის უკვე განხორციელებული და ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის უკვე განხორციელებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებულთა რიცხვის შესაძლო ზრდას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველა მიმართულებით ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები. წინა შემთხვევაში, გასული წლის ნოემბერ - დეკემბერში მოხერხდა მხოლოდ მოძალადეების 3 %-ის იდენტიფიცირება, მაშინ როდესაც 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ძალადობრივი პროცესები. ახლა ხედავთ, რომ ბევრად მაღალია უკვე მაჩვენებელი და, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის უკვე განხორციელებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი. ესენი არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს. შესაბამისად, ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას ყველა მიმართულებით.

რაც შეეხება თავად 4 ოქტომბრის მოვლენებს და იმას თუ რა საფრთხე აიცილა ქვეყანამ, ერთი შეხედვით, მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ჩვენი მხრიდან ვითარება ისე იყო შემზადებული, პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ საბოლოოდ, საპოლიციო ძალებს გაუმარტივდათ რეაგირება იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ. თუმცა რეალურად იყო გეგმები, ამბიციური გეგმები, რადიკალური ოპოზიციის მხარეს. მიზანი იყო გაცხადებული, ეს იყო ხელისუფლების დამხობა. ნახეთ, რომ 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე. მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის, დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციოო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად. საბოლოოდ, თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მე-5 მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა, კიდევ ერთხელ, ღიად გამოხატა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რევოლუციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში