ირაკლი კობახიძე - „ლელომ“, ქვეყნის მასშტაბით, 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა, გახარიამ 26 დეპუტატი შეიყვანა 64 საკრებულოში ერთად, თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება

„ლელომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა, საშუალოდ 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა ერთ საკრებულოში და გახარიამ 26 დეპუტატი შეიყვანა 64 საკრებულოში ერთად, თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ოპოზიციამ ბევრი ფორმით აღიარა, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი „ლელოდან“ პირდაპირ აცხადებდა, რომ 40 ათასამდე ხმა მიიღო.

„ასეთი აღიარებები მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებითაც. წამოცდენები ჰქონდათ, ასახელებდნენ იმას, რამდენი ხმა მიიღეს, რაც ნიშნავდა თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. რაც შეეხება იმას, რატომ შედიან საკრებულოებში, მარტივად არის საქმე - სხვა დავალება მიიღეს საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. პარლამენტს როცა უცხადებ საბოტაჟს არჩევნების შემდეგ, აქ შეგიძლია, წაახალისო რევოლუციური პროცესები. 26 ოქტომბრის ღამიდან მათ დაიწყეს აქციების ორგანიზება, კეტავდნენ ქუჩებს და ა.შ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პარლამენტის მიმართ საბოტაჟის განხორციელებით წაახალისებდნენ რევოლუციურ პროცესებს.

თვითმმართველობის არჩევნები და საკრებულოები არის განსხვავებული საკითხი. რაც არ უნდა საბოტაჟი განახორციელო საკრებულოს მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ვერ წაეშველება რევოლუციური პროცესებს, ამიტომ დღეს მიიღეს განსხვავებული დავალება. თუ ადრე უცხოელმა პატრონებმა დაავალეს ბოიკოტირება, საბოტაჟი პარლამენტის მიმართ, ახლა მიიღეს სხვა დავალება. მათი დავალებაა, სცადონ რამენაირად საკრებულოს პლატფორმის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის. თუმცა, დიდი პლატფორმა ვერ მიიღეს, „ლელომ“ მთლიანობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა. საშუალოდ, 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა „ლელოს“ ერთ საკრებულოში და გახარიას შედეგი იყო უარესი, 26 დეპუტატი შეიყვანეს 64 საკრებულოში ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც. ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება ამ ორი პარტიის მიმართ დღეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში