ირაკლი კობახიძე - „მიმინოში“ პერსონაჟი ჭაღს გააფუჭებს და რომ კითხავენ, როგორ გააფუჭეო, სკამით გავედე შემთხვევითო - აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც - ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევისთვის 10 კაცის ძალა არის საკმარისი

„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია- ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი, როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, [პასუხობს,] სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ ჭიშკარი ჩამოვარდებოდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, აქციის მონაწილეთა მხრიდან ათონელის რეზიდენციის ღობის მორღვევაზე.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, დამხობის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებდა.

„ტელევიზიებიდან, ტელევიზიებში საუბრობდნენ პირდაპირ იმაზე, რომ აპირებდნენ დამხობას. ეს იყო მთავარი წყარო ჩემთვის. „მშვიდობიანი დამხობა“, რა არის?.. იყო ერთ-ერთი ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელმაც გამოაცხადა „ლეგიტიმური ჯიჰადი“, აი, ზუსტად იგივეა „მშვიდობიანი დამხობა“, რაც არის „ლეგიტიმური ჯიჰადი“. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გენიალური გადაწყვეტილება აქვს მიღებული,რომ „ლეგიტიმური ჯიჰადი“ არ არსებობს, იგივე „მშვიდობიანი დამხობა“. დამხობა არის ძალადობრივი.

რაც შეეხება ჯებირს, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, კანცელარიის შენობის წინ ზუსტად ასეთივე რკინის ღობე იყო აღმართული, რაც ცოტა ამახინჯებდა იერ-სახეს და დავსვი კითხვა, დავუსვი კითხვა მაშინდელ შს მინისტრს, რამეს აკეთებდა თუ არა ეს ღობე და იყო თუ არა რეალურად რაიმესგან დამცავი. მარტივად მითხრა, რომ ნებისმიერი 10 კაცის ძალა არის მაქსიმუმ საკმარისი იმისთვის, რომ ეს ღობე მოიშალოს. მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება, არც დამცავი ეფექტი ჰქონდა, ამახინჯებდა იერ-სახეს და მაშინვე მოვშალეთ ღობე. რკინის ღობე, არის ათონელი, არის ისტორიული უბანი - თეორიულად შეიძლება, რომ იქ აღმართო ბლოკებით და აგურით აშენებული ღობე, რაც ბუნებრივია, დაამახინჯებდა იერ-სახეს. არის ის იერ-სახე, რაც უხდება ამ ულამაზეს უბანს. მარტივად შეიძლება ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევა, 10 კაცის ძალა არის ამისთვის საკმარისი.

„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია - ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი. როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, [პასუხობს] სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ ჭიშკარი ჩამოვარდებოდა“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტთან რკინის ბარიერები ძალიან მძიმე კონსტრუქციებით არის დაცული, რაც ჭიშკარს ამახინჯებს, მაგრამ იგივე მიზანშეწონილი არ არის ათონელთან მიმართებით.

„ხვალაც რომ იყოს ამაზე საუბარი, ვერ დავამახინჯებთ, ჩვენ ათონელზე, ქალაქის ისტორიულ უბანში ასეთ მეტალის ბარიერებს ვერ გავაკეთებთ.იქ ჩვეულებრივად დარჩება ისეთივე ჭიშკარი, რაც არის აქამდე მოწყობილი, რაც არ უნდა რისკები არსებობდეს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, 4 ოქტომბრის გეგმების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ფლობდა.

„როგორ არ მქონდა [ოპერატიული ინფორმაცია],მაგრამ დამხობა რომ უნდოდათ ეს ვიცოდი ტელევიზიიდან. ყველაზე მარტივი, რამ რაც ვიცოდი, დამხობა რომ უნდოდათ, ეს ვიცოდი ტელევიზიიდან. დანარჩენი, რა თქმა უნდა უამრავი ოპერატიული ინფორმაცია მქონდა, სუს-იდან, შსს-დან და სხვა უწყებებიდან“- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში