ლევან სანიკიძე - აუცილებელია, გავიგოთ სიმართლე, რა მოხდა 4 ოქტომბერს - რა იყო ის მშვიდობიანი ცვლილებების გეგმა, რომელიც აირია! რა უნდა ყოფილიყო და რა არ მოხდა? - ესაა გამოსაძიებელი და გასარკვევი, სხვანაირად ამ პროცესისგან სიკეთე არ იქნება

აუცილებელია გავიგოთ სრული სიმართლე, რა მოხდა 4 ოქტომბერს - რა იყო ის მშვიდობიანი ცვლილებების გეგმა, რომელიც აირია! რა უნდა ყოფილიყო და რა არ მოხდა? - ესაა გამოსაძიებელი და გასარკვევი; სხვანაირად არაფერი სიკეთე ამ პროცესისგან არ იქნება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე წერს.

სანიკიძის შეფასებით, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რომლიდანაც გამოსვლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ მშრალი სიმართლეა.

„ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი. 4 ოქტომბერს ივანიშვილს ძალიან გასაგები, ვერაგი გეგმა ჰქონდა, რომელიც ორივე ოპოზიციური ფლანგის განადგურებას ისახავს მიზნად - ე.წ. არჩევნებში მონაწილეებისაც და ე.წ. ბოიკოტისტებისაც.

გეგმა მარტივია - ყველა უნდა დამთავრდეს, საერთოდ ყველა.

აუცილებელია გავიგოთ სრული სიმართლე, რა მოხდა 4 ოქტომბერს - რა იყო ის მშვიდობიანი ცვლილებების გეგმა, რომელიც აირია.

ვინ არიან ის მოღალატე გავლენიანი ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს პროცესის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში?

რა უნდა ყოფილიყო და რა არ მოხდა?

რა იყო ის „სიურპრიზები“, რომლებიც უნდა გამოჩენილიყო და არ გამოჩნდა? ამაზე დიდი ხანი მიდიოდა სატელევიზიო ეთერებში საუბარი და მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო.

ესაა გამოსაძიებელი და გასარკვევი. სხვანაირად არაფერი სიკეთე ამ პროცესისგან არ იქნება.

გუშინ ბატონი პაატა ბურჭულაძე საუბრობდა, რომ ის შეხლა-შემოხლაც, რომელიც ათონელზე მოხდა, ეგეც კი არ უნდა მომხდარიყო. იმავეს საუბრობენ დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებიც.

ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომლიდანაც გამოსვლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ მშრალი სიმართლეა.

მე მესმის, რომ ამ თავგანწირული ადამიანების უმრავლესობა ციხეშია, მაგრამ უნდა გავიგოთ რისი მოლოდინი არსებობდა და ის ვის/რის გამო არ გამართლდა.

მანამდე, აუცილებელია დღეს ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე!“, - წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს