4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დავით სტურუა - ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე

არ გატყდეთ, ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე! , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულის, დავით სტურუას გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა.

ის, მოქალაქეებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

“არ ინერვიულოთ, ყველაფერი მაგრად იქნება. არ გატყდეთ, ბრძოლა ბოლომდე! გამარჯვებამდე! მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ და მეამაყებით”,- აღნიშნავს სტურუამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები