4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დავით ჟღენტი - დაკავებისას მცემეს

დაკავებისას მცემეს! ერთი გდდ-ს თანამშრომელი იყო, მეორე კი მგონი, პრეზიდენტის დაცვა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა დავით ჟღენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან უფლებების დარღვევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ.

ამასთან, აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში კიდევ 4 ბრალდებულის: ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის სასამართლო მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, ხუთს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, სამი პირი მიმალვაში იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები