4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დავით ჟღენტი სასამართლოს - კეთილი სურვილით მივედი, ბუშტებით. მცემეს და მიჭერენ ექვსი წლით

კეთილი სურვილით მივედი, ბუშტებით. მცემეს და აქეთ მიჭერენ ექვსი წლით, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა, დავით ჟღენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დაკავებულების - ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, ხუთს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, სამი პირი მიმალვაში იმყოფება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია