სალომე ზურაბიშვილი ალექსანდრე კარტოზიაზე - არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება - მონობა ასეთი დუმილით იწყება, ღირსება კი აქვე თავდება

არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გერმანიაში საქართველოს ელჩზე ალექსანდრე კარტოზიაზე.

მისი თქმით, მონობა ასეთი დუმილით იწყება, ღირსება კი აქვე თავდება.

„როგორი ელჩი უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლის დიდი ნაწილი გერმანულ კულტურას მიუძღვნა, წლები გერმანიაში იცხოვრა, ამ ქვეყნიდან მხოლოდ პატივისცემა და დაფასება მიიღო, ალბათ, ბევრი მეგობარიც გაიჩინა, რომელსაც განათლება არ აკლია და ზრდილობა არ უნდა ეშლებოდეს…. ახალბედა ელჩი, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრემიერის სამარცხვინო სიტყვებზე - გებელსის ევროპის ერთ-ერთ სახედ მითითებაზე - ვერაფერს ვერ პასუხობს.

არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება … მხოლოდ საკუთარი ახლად დამკვიდრებული ადგილის შენარჩუნების მძლავრი სურვილი. „ვაი, ისეთი რამე არ წამომცდეს, რაც შეიძლება ჩემს ახალ პატრონებს კრიტიკად მოეჩვენოთო“ - იკითხებოდა მის უხერხულ დუმილსა და მოძრაობაში.

მონობა ასეთი დუმილით იწყება და ღირსება კი აქვე თავდება!”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!