შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე - ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა შეაქონ, დააჯილდოონ, რათა სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ინსტრუმენტი, რომლითაც თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ

თანამედროვე ლიბერალიზმის სახელით მოძალადეს გმირად წარმოაჩენენ,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს თანამედროვე ლიბერალიზმი სახეშეცვლილად არის წარმოჩენილი და ძალადობას ეფუძნება.

„იდეოლოგია, რომელიც დღემდე მეტ-ნაკლებად მსოფლიოში ბატონობდა, ვგულისხმობ თანამედროვე ლიბერალიზმს, სრულად დაფუძნებულია ძალადობაზე: სიტყვიერი ძალადობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ინსტრუმენტების გამოყენებით ძალადობა, ცენზურით ძალადობა და მათ შორის, ძალადობა მედიის გამოყენებით. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს მაშინ, ჯერ კიდევ ყოფილ პრეზიდენტს, როგორ გაუთიშეს წვდომა სოციალურ მედიაზე და მისი ანგარიშები როგორ წაშალეს იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ. როგორ ავრცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ. დღესაც როგორ ხდება მასზე თავდასხმა სხვადასხვა მედიის მხრიდან იმისთვის, რომ გააჩუმონ და გააჩერონ ახლა უკვე, როგორც პრეზიდენტი. ზუსტად ამას ვხედავდით ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, როდესაც თანამედროვე ლიბერალიზმი ვერბალური ძალადობით, ბულინგით, მედიის გამოყენებით, რომელიც ერთი ცენტრიდან კოორდინირება, როგორ ცდილობს გააჩუმოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რაც ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის მიღმა. ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი. მოძალადის გმირად წარმოჩენა-ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლება არის. თანამედროვე ლიბერალიზმი დღეს როგორც არის სახეშეცვლილად წარმოჩენილი, ეფუძნება ძალადობას. ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა შეაქონ, დააჯილდოონ, რომ სხვებმაც დაინახონ- ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. ეს ეწერება მთლიანად იმ კონცეფციაში, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს, რომ მოძალადეს წარმოაჩენენ გმირად“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო