ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო გახდა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა.

მაჩადოს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ გასულ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და არჩევნების შემდეგ დევნილობაში უწევს ცხოვრება.

ნობელის კომიტეტმა აღიარა მისი „დაუღალავი შრომა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისთვის“ და „მისი ბრძოლა დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად“.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მალავდა ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილს. თუმცა, ნომინაციის პროცესის გამო, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მას წლევანდელი ჯილდო მიეღო. კერძოდ, წლევანდელი პრემიის ნომინაციების მიღება 31 იანვარს დასრულდა, როდესაც ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა, მეორე ვადით, მხოლოდ 11 დღის დაკავებული ჰქონდა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება, უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მცდელობა, აჩვენებს, რომ „ისინი პოლიტიკას მშვიდობაზე მაღლა აყენებენ“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს