ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე - ძირითადი კითხვა იყო ტყეში რაღაც რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით - ვეკითხებოდი გამომძიებელს, ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს ამოთხრილ იარაღთან

ძირითადი კითხვა იყო იმის შესახებ, რაღაც ტყეში რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით - კიდევ აინტერესებდათ ვიცნობდი თუ არა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა სუს-ში გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ანი ნადარეიშვილის თქმით, არ სჯერა სუს-ის მიერ „დადგმული სპექტაკლების“, რადგან 13 წლის განმავლობაში ბევრი მოწმე უნახავს, რომელსაც „ალაპარაკებდნენ იმას, რაც უნდოდათ“.

„ძირითადი კითხვა იყო იმის შესახებ, რაღაც ტყეში რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ, ბ.ჭ. იყო ნახსენები, ეს ყოფილა ვინმე ბექა ჭულუხაძე და აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა, თუ მქონდა ნანახი „ტვ იმედის“ სიუჟეტი, ბოდიში, მაგრამ არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს.

ასევე აინტერესებდათ, თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს. ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა იმიტომ, რომ ათასჯერ ვთქვით, პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი, ჩემი შვილის ნათლიაა მისი შვილი და ძალიან ბევრი წელია, ამ ოჯახს ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მეამაყება ეს.

ვეკითხებოდი გამომძიებელს, ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაც ამოთხრილ იარაღთან. მე არ მჯერა სუს-ის დადგმული არანაირი სპექტაკლების. 13 წლის განმავლობაში ნანახი მყავს ძალიან ბევრი მოწმე და მოსმენილი მყავს ძალიან ბევრი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ზეწოლა, ალაპარაკებდნენ რაც უნდოდათ იმას. ძალიან ბევრი სუს-ის აგენტი მინახავს ჩვენს გარშემო, ამიტომ არ მჯერა საერთოდ ამათი მასკარადების, ცირკების, რაშიც იძულებულს მხდიან, რომ მონაწილეობა მივიღო“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე