ლევან სანიკიძე - უკვე ვალდებულებაა, უნდა ითქვას, რა იყო ჩანაფიქრში 4 ოქტომბერი - ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, მაგრამ გამარჯვების დღე არ ყოფილა, მგონია, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან, გეგმის არევასთან

დარწმუნებული ვარ, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და შეიცვლება უკიდურესად მშვიდობიანი კანონიერი, კონსტიტუციური ფორმებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საქმე ეხება დიდ ღალატს, გეგმის არევას.

სანიკიძის თქმით, ორგანიზატორების ვალდებულებაა, თქვან, „რა იყო ჩანაფიქრში 4 ოქტომბერი”.

„იმის ძახილი, რომ ეს გამარჯვების დღე იყო, ამ თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე. ადამიანები ციხეში აღმოჩნდნენ და არ მგონია, მათი ოჯახის წევრები ამას ასე თვლიდნენ. ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, მაგრამ გამარჯვების დღე არ ყოფილა. დაკავებულთა ოჯახის წევრები თუ ორგანიზატორებიც ღიად საუბრობდნენ ღალატზე, გეგმის არევაზე. ღიად საუბრობენ იმაზე, რამდენად იყო ამ გეგმის ნაწილი ათონელის სასახლესთან ჩასვლა. პაატა ბურჭულაძე მანამდე არაერთხელ აფიქსირებდა, რომ აირწინაღიც კი არ უნდა ყოფილიყო საჭირო, კაცი იყო მისული ოფიციალური ტანსაცმლით და 8 წლის შვილიშვილთან ერთად. არ მგონია მას იმ სცენის ნახვა სურდა, რაც ჩვენ ათონელზე ვიხილეთ. მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან, გეგმის არევასთან, დეზინფორმაციული ნაკადის მიწოდებასთან ამ ადამიანებთან. ძალიან მძიმე საკითხია, რადგან ადამიანები ციხეში სხედან და მათთვის დამატებითი წნეხის დაწესება ნამდვილად არ მინდა, რომ გამოვიდნენ და ყველაფერი მოყვნენ, მაგრამ მგონია, რომ ეს უკვე ვალდებულება არის. უნდა ითქვას, რა იყო ჩანაფიქრში 4 ოქტომბერი, „ქართულ ოცნებას" რომ ხელ-ფეხი არ გაეხსნას და კიდევ უფრო დამატებითად ილაპარაკოს, „სხვანაირად კი არ უნდოდათ, ჩვენ ვიცოდით“ და ასე შემდეგ. უნდა ითქვას, ვინ არიან ის მოღალატეები, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, ვისზეც დაკავებამდე მურთაზ ზოდელავა საუბრობდა“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისი განმარტებით, ახლა ეს ადამიანები ციხეში არიან და მათ წინააღმდეგ პროპაგანდა არის აგორებული.

„ვხედავთ, რა ჯოჯოხეთური, პროპაგანდისტული ტალღა არის მათკენ მომართული. სუს-ი, შსს, დაკითხვა, ათას უბედურებას აბრალებენ. ტრადიციულ 13-წლიან პროპაგანდისტულ მახეს ქმნიან, ვითომ ვიღაცას დაძაბულობა და სისხლისღვრა უნდოდა“,-განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისი განმარტებით, ამჟამინდელი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი არის დაკავებული.

„ბოლო ინფორმაციით, რაც გვაქვს, ჩვენი რვა წევრი არის დაკავებული, უმეტესად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და არა თბილისიდან. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც სულისკვეთებით ჩამოვიდნენ დედაქალაქში 4 ოქტომბერს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი ნაწილი ახლა არის ივანიშვილის ტყვეობაში, ახლა არის ციხეში. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მე და ჩემს პარტიას რომ კითხვები აქვს, მგონია, რომ ამაშიც მოწინავენი ვართ. მგონია, რომ 4 ოქტომბერი საკმაოდ დიდხანს იქნება ქართულ პოლიტიკაში რაღაცის განმსაზღვრელი. მე ყოველთვის ჩემს გამოსვლებშიც ვაფიქსირებდი, რომ 4 ოქტომბერს არსებობდა პროგრამა „მინიმუმი“, არსებობდა პროგრამა „მაქსიმუმი“. პროგრამა „მინიმუმი“ იყო ბევრი ხალხი ქუჩაში, ბევრი ხალხი იყო და ეს დავინახეთ. ყველა ამბობს, რომ ჩვენი ამაყი თანამოქალაქეების გრანდიოზული რაოდენობა იყო გამოსული. მეორე, არ უნდა მომხდარიყო ე.წ. არჩევნების ლეგიტიმაცია და ეს არ მოხდა. მაჩვენოს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლური სახელმწიფოებისგან ერთი მილოცვა, ეუთო/ოდირის განცხადება. მაჩვენოს თბილისის დე-ფაქტო მერმა თბილისთან დამეგობრებული ევროპული ქალაქის მილოცვა, ეს არ არსებობს“,- განაცხადა მან.

ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ „ათონელის ღობის მონგრევა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სიურპრიზი იყო“. მისი განმარტებით, ამას ადასტურებს საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალებიც.

„სავარაუდოდ, ეს იყო ძალიან სერიოზული პროვოკაცია, რომ „ქართულ ოცნებას“ რამენაირად წამოეგო ეს ხალხი. პაატა ბურჭულაძეც ამაზე საუბრობდა, ის სახტად იყო დარჩენილი, როდესაც ათონელზე ჩავიდა და უკვე დაინახა „წიწაკის სპრეით“ დაზიანებული დემონსტრანტები. ეს მნიშვნელოვანი თემაა ახლა პოლიტიკური პროცესის გადარჩენისთვის და ისევ სწორ რელსებზე შეყენებისთვის, საიდანაც გადაყვანას ივანიშვილი ცდილობს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე