შალვა პაპუაშვილი მარგუს ცაჰკნაზე - საქართველოში ხელისუფლება რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული ვიდრე მისი ქვეყნის გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში

ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და ეხმაურება მარგუს ცაჰკნას განცხადებას ესტონეთ-რუსეთის საზღვართან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მხარეს, შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შენიშნეს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ესტონეთმა გზა გადაკეტა, პოტენციური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

,,7 შეამჩნიეს... შვიდი... თან შეამჩნიეს... და ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა და რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი [ლაშა ტალახაძე], რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.

რომ ვიცოდეთ მაინც, ვინ მართავს თანამედროვე ევროპას,”- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ესტონეთმა განაცხადა, რომ დროებით გადაკეტა გზა რუსეთის საზღვართან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ შვიდი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი შენიშნეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გზის მონაკვეთთან ახლოს რუსეთის მხარეს.

"პარასკევს, ამ გზაზე, რუსეთის მხარეს, შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შევნიშნეთ. პოტენციური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ დროებით შევაჩერეთ მოძრაობა", - დაწერა მან.

ცაჰკნამ დასძინა, რომ უჩვეულო აქტივობის მიუხედავად, საზღვარზე სიტუაცია მშვიდი რჩება.

„გადაჭარბებულია ინფორმაცია, რომ ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე სიტუაცია იძაბება“, - აღნიშნავს ცაჰკნა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება