სალომე ზურაბიშვილი პრაღაში მზია ამაღლობელისთვის „გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის“ „Forum 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში ჟურნალისტ მზია ამაღლობელისათვის „გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის” „Forum 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო.

"ვულოცავთ მზია ამაღლობელს, Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს. ის საქართველოს წინააღმდეგობის სახეა, რომელიც დემოკრატიის, ღირსებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა!”- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

პრესსამსახურის თანახმად, დაჯილდოების ცერემონია კონფერენციის "Forum 2000”-ის ფარგლებში შედგა, რომელსაც ხვალ სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენთან ერთად ოფიციალურად გახსნის.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება