პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე კვლავ წარვადგენთ

დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე კვლავ წარვადგენთ, - ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა შარმ-ელ-შეიხში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პაკისტანმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე უკვე წარადგინა. მსურს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ეს შესანიშნავი პრეზიდენტი კვლავ წარვადგინო“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აშშ-ის პრეზიდენტს „უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს, ნილოსის ორდენს გადასცემს“.

„ეს ეგვიპტეში უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო ჯილდოა და ის იმ სახელმწიფო მეთაურებს გადაეცემათ, რომლებიც კაცობრიობას დიდ სამსახურს უწევენ“, - აღნიშნა სისიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე