ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება - დღეს გვყავს პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ

დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღეში მომზადდება სარჩელი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

„რამდენიმე დღეში მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ. დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, საქართველოში არ შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, ზუსტად ამის გამოხატულება არის ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ვისზე გავრცელდება საკონსტიტუციო სარჩელი, კობახიძე პასუხობს, რომ სრულ სიას მაშინ ვიხილავთ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ოფიციალურად შევა.

კობახიძის თქმით, სარჩელი მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე არ გავრცელდება.

„სრულ სიას იხილავთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი. რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს - პრინციპი არის შემდეგი: ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი. რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს - ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე. სრულ სიას გაეცნობით. როდესაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და ეს მოხდება ძალიან მალე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცვლილებები “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება. საკანონმდებლო პაკეტის მიღების და ამოქმედების შედეგად კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები არ უნდა გააწევრიანონ მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ პარტიულ სიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში