ირაკლი კობახიძე - 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც მივიდა იმ აქციაზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ათასი ადამიანი იყო იქ შეკრებილი, რადგან ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოუვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო