სატრანსპორტო კომპანია - მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა - მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები: „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე მეტროსადგური არ ფუნქციონირებს.

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ვარკეთილი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა