ირაკლი კობახიძე - ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში - შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით

სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით. მით უმეტეს, რომ ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე. ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას.

კობახიძის თქმით, " შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, მცირე პარტიების ჩათვლით".

"პრინციპი არის შემდეგი – პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის „ნაცმოძრაობა“, იგივე „ახალი“, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად, რა თქმა უნდა, მათაც შეეხება ეს სარჩელი. ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ "პირველ არხთან".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო