ირაკლი კობახიძე  - დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა, თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან რუსთავში

ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს უმეტეს შემთხვევაში.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევქმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა. ეს ქუთაისს შესძენს სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის დატვირთვას და ფუნქციას. ასევე, ვფიქრობთ, რომ თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას და ქალაქების დატვირთვას აკადემიური ინფრასტრუქტურით. ასევე, გაფართოვდება სხვა რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც და იქაც, შესაბამისად გაიზრდება მიღებული სტუდენტების რაოდენობა.

კულტურული, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტუდენტების თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა - აქაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი და ამ მიმართულებითაც განვითარდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. იაფი და ხარისხიანი საერთო საცხოვრებლების მიმართულებითაც გვექნება რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებები. ამ მიმართულებითაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს არის ის 7 ძირითადი მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს კონცეფციის ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრად უფრო ადვილია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულება, თუმცა მთელი სამთავრობო გუნდი არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ კონცეფციის თითეული პუნქტი, თითოეული ამოცანა პირნათლად და სრულად შესრულდეს.

„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია თითოეული მიზნის მიღწევა. მართალია ამბიციურია კონცეფცია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური, მიზნები არის აბსოლუტურად რეალისტური. მთლიანად ვიქნებით მობილიზებული ამ მიზნების მიღწევაზე. ამ კონცეფციის რეალიზაცია საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებებს, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა განათლების შესახებ კანონმდებლობის კოდიფიცირებაზე, სრულიად ახალი, გაერთიანებული კანონის მიღებაზე. მიზნები არის ამბიციური, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ამ მიზნების შესრულებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს