განათლების სამინისტროსთან სტუდენტები სისტემაში დაანონსებულ რეფორმებს აპროტესტებენ

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა გააპროტესტა.

განათლების სამინისტროსთან შეკრებილი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დაანონსებული რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მათი თქმით, მიზეზი, რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დააანონსა, არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება.

სტუდენტები ლექტორებსა და მასწავლებლებს მოუწოდებენ, ჩაერთონ წინააღმდეგობაში, რადგან, მათი თქმით, საქართველოში განათლებასა და მათ მომავალს საფრთხე ექმნება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო