ირაკლი კობახიძე პარტიების გაუქმებაზე - გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ, დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში - ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე

კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ, დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში - ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომელიც გულისხმობს „კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას“.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, სამუშაო ბევრია და შესაბამისად, საწერიც.

„პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლომდე შევა. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, რომ სამუშაო ბევრია, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ, რამდენიმე დღე ავიღეთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი.

ისე, შეიძლება ოცსაც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სია და იქ გაიგებთ ყველაფერს.

მე განვმარტე და კიდევ ერთხელ შემიძლია მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი, რომელიც შეიძლება არ იყო პარტიის წევრი, ის განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი. დანარჩენი დაკონკრეტდება სარჩელში. საბოლოო ჯამში, სარჩელი არის ჩვენი საქმე, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო