მარიამ ლაშხი ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მისი დასანქცირების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მისი დასანქცირების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც ლაშხმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება მისი რეაგირება უსამართლობაზე.

„პირადად მე დასანქცირებული ვარ ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიტვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა, სხვა არაფერი გამიკეთებია. როცა მიზეზი მოვიკითხე, მიზეზი ვერ გავიგე.

ახლა უბრალოდ ამისთვის ვერ მოვიცალე, მაგრამ მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო. იურისტთან გავისაუბრებ. ალბათ, გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯერ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს და შემდეგი ინსტანცია, ალბათ, სტრასბურგია.

ეს არის რეაგირება - უბრალოდ მაქვს სურვილი, რომ ყველაფერს მოჰყვეს რეაგირება.

შეიძლება, მე ავდგე და საერთოდ ჰაერზე გამოვაცხადო ვიღაც ნონ გრატად ისე, რომ ამის ახსნა-განმარტება არ გავაკეთო. ამის უფლება აქვთ. მე რომ ფინანსური სანქცირება მომდგომოდა და ფინანსური ზარალი, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება იქნებოდა და მეტი არგუმენტი შეიძლება მეჭიროს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ