რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს შეუტიეს, დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა 13

რუსებმა კიევს Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.

რუსულმა ძალებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ზაპოროჟიესაც შეუტიეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა