„თბილისის ფინანსური სამიტი” ოფიციალურად გაიხსნა

„თბილისის ფინანსური სამიტი” ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

„მასშტაბური ღონისძიება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარებაა.

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტებიესწრებიან.

სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტობირჟა - Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი და სხვა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იქამდე, 22 ოქტომბერს პანელურ დისკუსიებს სასტუმრო „ტელეგრაფმა“ უმასპინძლა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე