ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ესპანეთი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის თაობაზე ნატო-ს ინიციატივას შეუერთდება

ესპანეთი უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის თაობაზე ნატო-ს ინიციატივას შეუერთდება, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ნატო-ს ინიციატივა PURL რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა. ესპანეთი, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და უკრაინის თავდაცვისა და მხარდაჭერის ერთგულია, ამ ინიციატივას შეუერთდება“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

ამასთან, სანჩესი ესპანეთის თავდაცვის ხარჯების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვალდებულებებს ასრულებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ, არამედ წინა ადმინისტრაციების ვალდებულებებიც შევასრულეთ“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე