მიხეილ სააკაშვილი - სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება საქართველოსაც - დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს

ყულევში რუსული საწარმოს დადგმა არა მხოლოდ კატასტროფულად აზიანებს ქალაქ ლაზიკის პერსპექტივებს, არამედ უმძიმეს საფრთხეს შეიცავს ქართული ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აუცილებლად შეეხება ყულევს და საქართველოს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა დრაკონული სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ. ეს აუცილებლად შეეხება ყულევს და საქართველოსაც, როგორც როსნეფტის კლიენტებს.

სხვათა შორის, 2012 წელს მე აზერბაიჯანელებთან ერთად დავიწყე დიდი ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ფოთის ჩრდილოეთით. ივანიშვილის მთავრობამ რუსების მითითებით ეს პროექტი შეაჩერა.

ყულევში უკვე რუსული საწარმოს დადგმა არა მხოლოდ კატასტროფულად აზიანებს ქალაქ ლაზიკის პერსპექტივებს, არამედ უმძიმეს საფრთხეს შეიცავს ქართული ეკონომიკისთვის.

ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირმა დღეს გაამკაცრა სანქციები რუსული ნავთობის და გაზის წინააღმდეგ ე.ი. როგორც ყოველთვის, დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავის თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს, აყენებს რა დიდი დარტყმის ქვეშ მათ კეთილდღეობას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა