ნიკოლაი ბელიკოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდება მისი დეპორტაცია და 2 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

ნიკოლაი ბელიკოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდება მისი დეპორტაცია და 2 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ბელიკოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი დეპორტაცია მოხდება და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალება.

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლაი ბელიკოვი რუსეთის მოქალაქეა.

შსს მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.