პაველ ჰერჩინსკი - გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის - გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა!

30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის. თუმცა, ჩვენ ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომლებზეც ევროკავშირი დგას.

„მოხარული ვარ, რომ თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ევროპის დღეს აქ, ქუთაისში აღვნიშნავთ.

ისტორიულად, ქუთაისი გახლდათ ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი; ჭეშმარიტად ევროპული იდეების საამქრო.

ქუთაისი ერთდროულად არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის ქალაქი, რომელიც ინახავს შთამბეჭდავ წარსულს და ამასთანავე, ისწრაფვის სიახლისკენ.

სწორედ ეს არის ევროპა - მუდმივი სვლა განვითარებისკენ, ერთმანეთის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების პატივისცემით.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც აქვთ დიდი ისტორია. სწორედ ეს ისტორია გვახსენებს თუ „რანი ვიყავით და რანი ვართ“ დღეს: მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ღირებულებების ერთობა.

30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის.

თუმცა, ჩვენ ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა! მაინც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას.

ნუ დაკარგავთ იმედს! ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.

დღეს, ჩვენ ხომ ისევ ერთად ყოფნას, საერთო მიღწევებსა და ისტორიას ვზეიმობთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საერთო მომავალსაც ვიზეიმებთ!

წინ საქართველო, წინ!“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე