პაველ ჰერჩინსკი - ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ -  ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია

არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად, ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ საქართველო, როგორც ფორმალურად კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირს დაახლოებოდა, ის მას დასცილდა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე, რომლებსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმამ იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს - იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე