პაველ ჰერჩინსკი - მიმდინარეობს ორი პროცესი, ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება - ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება

მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ელჩის განმარტებით, ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს კი ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს.

„რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება - მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება - წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

რაც შეეხება შეფასებას, როგორ ახდენს საქართველო იმ რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის მხრიდან მიიღო მაშინ, როდესაც მას მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ელჩმა განმარტა, რომ 4 ნოემბერს, გაფართოების უახლოესი ანგარიში იქნება წარმოდგენილი საქართველოსთან დაკავშირებით.

„ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. 4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომელსაც გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ამავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ კითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო“, - განაცხადა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები