ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის გახსნა და მისი სახელობის სამეცნიერო პრემია გამორჩეულ ნაშრომში

საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს - 25 ოქტომბერს, 10 საათზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნება. ინსტიტუტის გახსნაზე მეცნიერის სახელის უკვდავსაყოფად და ინოვაციური კვლევების წახალისების მიზნით ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაარსების იდეა გაჟღერდება. სამეცნიერო პრემია მეცნიერებს სამ წელიწადში ერთხელ მიენიჭება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამ კატეგორიაში: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.

ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინსტიტუტში ამჟამად ექვსი მეცნიერ თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ცოტნე ჯავახიშვილის მოწაფეები არიან. ისინი იზიარებენ ცოტნე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრინციპებს და განაგრძობენ საქმიანობას მისი ხედვის შესაბამისად.

ცოტნე ჯავახიშვილი გამორჩეული ქართველი მეცნიერი, ბიოტექნოლოგი და მოლეკულური ბიოლოგია, რომლის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა გენომურ ტექნოლოგიებს და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულებით ახალი მიდგომების განვითარებას. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოში მეცნიერთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოგვიანებით კი კარიერა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იყო რამდენიმე წამყვანი კვლევითი ცენტრის მკვლევარი და მეცნიერ-მენტორი. 2025 წელს პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდს შემოუერთდა და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულების განვითარება ჩაიბარა.

რამდენიმე თვის წინ პროფესორი ჯავახიშვილი თვითმფრინავით ფრენისას ოკეანის თავზე დაიკარგა. მიუხედავად საერთაშორისო მაშველთა ინტენსიური ძალისხმევისა, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ინსტიტუტის დაარსება უზრუნველყოფს მისი სახელისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გაგრძელებას. მისი სახელობის სამეცნიერო პრემია კი გახდება სიმბოლო ინოვაციის, გამბედაობისა და სამეცნიერო აღიარების. პრემია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გადაეცემა მეცნიერებს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით და იქნება აღიარება იმ მეცნიერების, რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეცნიერო პროგრესისა და საზოგადოების კეთილდღეობაში.

ინსტიტუტის გახსნა და პრემიის დაარსება საქართველოს უნივერსიტეტისთვის მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივა გამოხატავს პატივისცემას ადამიანის მიმართ, რომლის სიცოცხლე და მოღვაწეობა ემსახურებოდა ცოდნის გაფართოებას და მომავლის მეცნიერების შექმნას.

მის: ქავთარაძის #21ა, ჩიხი 4, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს