თამარ ჩერგოლეიშვილი - ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე

ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგობის გვერდზე დარეგისტრირება საჭიროა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს უკუკავშირი, უკეთ ორგანიზება, ერთმანეთის დაცვა და იმისთვის, რომ რეჟიმს პროტესტი უფრო ძვირი დაუჯდეს.

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ, იმისთვის, რომ შევძლოთ უკუკავშირი, უკეთ ვვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი, რეჟიმს არვინ დავაჭერინოთ, იმისთვის, რომ რეჟიმს პროტესტი უფრო ძვირი დავუსვათ. ჩვენ უნდა გავიტანოთ გოლი, მჯერა ამის ინდივიდუალურად, როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს თითოეული ჩვენგანი, არსებობს კოლექტიური სიბრძნე - ვაჟა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. მას შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ გრძნობს რას ვკარგავთ და სწორედ ეს გრძნობა აძლებინებს ამ პროტესტს აქამდე. ჩვენ თუ ერთად ვიდგებით - ფასეულობების და არა პიროვნებების და პარტიების გარშემო. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, გადადგება ივანიშვილის რეჟიმი, წავა ივანიშვილი, დაინიშნება ახალი თავისუფალი არჩევნები და ქართველი ხალხი დაიბრუნებთ ძალას, რომელსაც შემდეგ მიანიჭებთ იმ პარტიებს, რომლებიც დაიცავენ თქვენს ინტერესებს და არა ერთი კაცისას, როგორც აქამდე ხდებოდა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება