არგენტინის შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტ ხავიერ მილეის პარტიამ გაიმარჯვა

არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსმა „თავისუფლება წინ მიიწევს“, რომლის შემადგენლობაში არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის „ლიბერტარიანული პარტიაც“ შედის, გამარჯვება მოიპოვა.

BBC-ის ინფორმაციით, კოალიციამ ხმების თითქმის 41% მიიღო, რითაც სენატის 24 ადგილიდან 13 და ქვედა პალატის 127 ადგილიდან 64 მოიპოვა.

ალიანსმა ასევე გაიმარჯვა დედაქალაქ ბუენოს-აირესში, რომელიც დიდი ხანია ულტრალიბერალების მთავარი მეტოქის, ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის, მემარცხენე ცენტრისტული კოალიციის, „სამშობლოს ძალის“ დასაყრდენად ითვლება.

კოალიციამ შუალედურ არჩევნებში ხმების 31.6% მიიღო.

BBC-ი წერს, რომ კენჭისყრამდე მილეის მოკავშირემ, დონალდ ტრამპმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ არგენტინისთვის ცოტა ხნის წინ გამოცხადებული 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა მილეის მიერ პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა