კახა კალაძე - აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან და გარე ძალების დავალებას ასრულებენ, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ

აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან და გარე ძალების დავალებას ასრულებენ, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის.

„ხედავთ თუ რა პროცესები მიდის. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმართებიან გარედან, ასრულებენ გარე დავალებებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. უდიდესი ტრაგედია და სიმძიმე დღესაც არ მოგვიშუშებია, თუნდაც 2008 წლის ომი ავიღოთ. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმ გადაწყვეტილებასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით, როდესაც ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან და ასრულებენ გარე ძალების დავალებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ისაუბრა ელჩებზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის ელჩებს დიპლომატიური მისია უზღუდავს პოლიტიკურ პროცესში ჩარევას, მათთვის არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს.

„როდესაც ევროკავშირის ელჩი, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ ახალისებს ძალადობრივ ორგანიზაციებს, პირდაპირ ახალისებს მოძალადეებს, ექსტრემიზმს ქვეყანაში და ჩართულია პოლიტიკურ დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის - ისინი იღებენ გარე დავალებებს თავიანთი პატრონებისგან. ის ელჩია, მას არ აქვს ამის უფლება, დიპლომატიური მისია ზღუდავს ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს. ყველაფერი ფეხქვეშ აქვთ გათელილი, მათ შორის, კანონები. არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, აძლევენ დავალებას და ისინი, რა თქმა უნდა, მონა-მორჩილები არიან და აკეთებენ ყველაფერ იმას, რასაც ეუბნებიან“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა