ურსულა ფონ დერ ლაიენი - ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან კონტრაბანდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტების შეღწევა დესტაბილიზაცია და პროვოკაციაა

ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას იმ ფონზე, როდესაც მის საჰაერო სივრცეში მუდმივად შედიან კონტრაბანდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტები, ეს დესტაბილიზაციაა, ეს პროვოკაციაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის ჰიბრიდული საფრთხე, რასაც ევროპა არ შეეგუება.

„ჩვენ ამას თავის სახელს ვეძახით: ჰიბრიდულ საფრთხეს. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ფლაგმანური პროექტები - აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობა და ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ლიეტუველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

„სრული სოლიდარობა ლიეტუველ ხალხს ბელარუსის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული მუდმივი და პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს ჰიბრიდული აქტივობები უნდა შეწყდეს და ბელარუსმა უნდა აღკვეთოს შემდგომი ინციდენტები. ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმზე ზეწოლას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მისი თანამონაწილეობის გამო და მხარს დაუჭერს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას“, - წერს კოშტა.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, საჰაერო სივრცის დარღვევების გამო, ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგა რუგინინეს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან ჰელიუმის ათობით ბუშტი შეიჭრა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა