თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვებას იშუამდგომლებს.

სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ხაბეიშვილიც.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში