„ქართული ოცნება“ - გრძელვადიანი ხედვის რეიტინგით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გრძელვადიანი ხედვის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა.

„საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.

მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით