„ქართული ოცნება“ - ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე (მაგ., ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, სოციალურ და დემოგრაფიულ ტენდენციებზე, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ გამოწვევებზე)?“. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა, 11-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!