გიორგი კირთაძე - რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ მძიმე მუხლებით საქმე აღძრას პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ - ეს არის პასუხი ევროკავშირის უმძიმეს დასკვნაზე

ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების უმძიმეს დასკვნაზე. გვესმის, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს, რომ მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ აქ ცვლილებების შანსი არ არის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის დაწყების მიზანია, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყანაში უიმედობის განცდა შექმნას.

„რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ მძიმე მუხლებით, საქმე აღძრას პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. რეჟიმის გენერალური პროკურატურა ამ საქმით არის დაკავებული.

ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების უმძიმეს დასკვნაზე. გვესმის, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს, რომ მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ აქ ცვლილებების შანსი არ არის. მათი გადმოსახედიდან, ამან ქართველ ხალხში უიმედობის განცდა უნდა გამოიწვიოს. მაგრამ უიმედობის ნაცვლად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას გამოიწვევს.

ჩვენ შევძლებთ, ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული ფრონტი შევქმნათ, ყველასთვის ვისთვისაც ცხადია, რომ ქვეყანას რეჟიმი მართავს. ვისთვისაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია და მიაჩნია, რომ ბრძოლა ქუჩის საპროტესტო აქციებზე გადის - მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე. ვისთვისაც, ცხადია, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი და ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

საბოლოოდ, შევქმნათ ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და შედეგიც მალე იქნება. ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგ რეჟიმი, ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდება ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა ამ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა