ადვოკატი - ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ედავებიან ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას - სამართალი არ არსებობს, პოლიტიკური მოტივაცია და დევნაა

საბოტაჟის მუხლით ბრალდებული პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის, ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და „ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას ედავებიან“.

როგორც სამუშიამ პროკურატურაში ბრალის გაცნობის შემდეგ განაცხადა, საქმე არ უკავშირდება სამართლებრივ პროცესს და მთლიანად პოლიტიკური ხასიათისაა.

“რამე სამართალზე, სამართლებრივ ქმედებაზე საუბარი უნდა დაასრულოთ, მით უმეტეს, ამ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც სამართალი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღა ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ და სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ.

გავეცანით ბრალის დადგენილებას. შეიძლება ითქვას, რომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს ედავებიან ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას - სხვა შეფასება ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს. სამართალი არ არსებობს.

პოლიტიკური მოტივაციაა, პოლიტიკური დევნაა, რაც არ გვიკვირს.

„ლელოს“ შექმნიდან არცერთი წელი არ გასულა ისე, რომ პარტიის ლიდერები დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. აბსურდული სურვილებია, რომელსაც ბრალს არქმევენ”, - განაცხადა სამუშიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა