ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის

სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის.

„ჩვენ დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ის ასევე მოიცავს სოციალურ სფეროებსა და სოციალურ რეფორმებს. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტი წარედგინება საქართველოს საზოგადოებას და ვფიქრობ, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის. სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული როლის გაძლიერება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს საქართველოს ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს სხვადასხვა სექტორი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ეკონომიკური პროგრესისთვის. განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ინვესტიციები განხორციელდება, რადგან ვფიქრობთ, რომ განათლებულ თაობებს შეუძლიათ, საუკეთესოდ შეუწყონ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს